ძიება ვებ გვერდზე

ოქროს ყელსაბამი მარჯნით/აქატით

შიფრი : 011494
 
ნახვები : 6389
11440₾

შეარჩიეთ
ყიდვა
მახასიათებლებიმეტალი ოქრო | 14 კტ| 17.38 გრ ქვა მარჯანი | 1 ც | 1.25 კტ. | ოვალიდამატებითი მასალები ცივი მინანქარი

ოქროში შესრულებული კოლექციის ინსპირაცია XVII საუკუნეში მოღვაწე ქართლის დედოფალი მარიამ დადიანი გახლავთ, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და ქართული კულტურის აღორძინებაში. წარმოდგენილი სამკაულის ვიზუალური მხარე შთაგონებულია სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული მრავალფეროვანი სამოსის ელემენტებით. ბუნებრივი ქვა მარჯანი და ცივი მინანქარი სწორედ ირანული ტექსტილისთვის დამახასიათებელ ფერთა ტონალობასა და ყვავილოვან ორნამენტიკას ეხმიანება.

 

  აღსანიშნავია, რომ განსწავლულობისა და დიპლომატიური ნიჭის წყალობით, დედოფალი დიდ გავლენას ახდენდა მისი მეუღლის როსტომ ხანის მმართველობაზე. მარიამის ძალისხმევით აღდგა მტრების შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრები, შეგროვდა და გადაიწერა მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერები (მათ შორის, „ქართლის ცხოვრება“), აყვავდა სოფლები და განვითარდა სამეფოს ინფრასტრუქტურა.


 კოლექცია სამოსის სრული კატალოგი

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, "ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. პროდუქციის ფოტოები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. თითოეული პროდუქტის ვიზუალი (ფორმა, ფერი, ქვის კარატულობა) შესაძლოა დამოკიდებული იყოს მისი დამუშავების ტექნოლოგიებსა და ძვირფასი თუ ბუნებრივი ქვების მახასიათებლებზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოებული მახასიათებლები. საბოლოო ნაკეთობის წონითი მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

ამასთან ერთად ყიდულობენ

მსგავსი პროდუქცია

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები