ძიება ვებ გვერდზე

ოქროს და ძვირფასი ქვების მოვლის წესები

ზოგადი რჩევები

დროთა განმავლობაში, ძვირფასი სამკაული შეიძლება ნამდვილ საოჯახო საგანძურად იქცეს, ამისათვის კი აუცილებელია, რომ მათზე სწორად ვიზრუნოთ.  მტვერს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა (მაგალითად, საპონსა და სარეცხის ფხვნილს) და სამკაულის ხანგრძლივ ტარებას მისი დაზიანება შეუძლიათ. იმისათვის, რომ თქვენმა სამკაულმა პირვენდელი ბრწყინვალებას არ დაკარგოს, ქვემოთ გარკვეულ რჩევებს შემოგთავაზებთ. ნაკეთობის სათანდოდ მოფრთხილებისა და მოვლის შემთხვევაში, თქვენი ძვირფასი ნივთი თავის მშვენიერებას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.

 

ოქროს სამკაული

ოქრო კეთილშობილი ლითონია და მიუხედავად იმისა, რომ საიუველირო ნაკეთობებში ის მხოლოდ შენაერთების სახით გვხვდება, რაც ნაკეთობის სიმყარეს ზრდის, მისი მთავარი მტერი მაინც მექანიკური დაზიანებაა. დარწმუნდით, რომ სპორტის და ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას არ ატარებთ ოქროს სამკაულს.  მარტივი, გაუფრთხილებელი მოქმედებისასაც კი თქვენს ბეჭედზე ან გულსაკიდზე ახალი ნაკაწრები შეიძლება გაჩნდეს. ამავე მიზეზით, უმჯობესია სამკაულები ღამით მოიხსნათ, რათა ძილის დროს არ დააზიანოთ სამაჯური, ძეწკვი ან საყურე.

 

ბრილიანტი

ბრილიანტის სამკაულები ძალიან პოპულარულია, ხოლო ზოგიერთ ნაკეთობას, როგორიცაა ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდები, ხშირად 24 საათის მანძილზე არ ვიცილებთ ხელიდან. როგორც უნდა უფრთხილდებოდეთ ასეთ სამკაულს, ის მოვლასა და პერიოდულ შეკეთებას მაინც საჭიროებს. ბრილიანტი გამძლეობით გამოირჩევა, თუმცა სხვადასხვა სახის ფხვნილებს, საპნებსა და ნატურალურ ზეთებს მისი დაზიანება და პირვანდელი ბრწყინვალების ჩახშობა შეუძლიათ. სუფთა ბრილიანტი უფრო მეტად ბრწყინავს, რადგანაც ურო მეტი სინათლის სხივი ახერხებს მის შიგნით შეღწევას.

 

ძვირფასი ქვები

ბუნებაში ბევრი ძვირფასი ქვააა, ზოგი ასეთი ქვა კი ზედმიწევნით ზრუნვას მოითხოვს. თითოეულ მათგანზე საუბარი ძნელი იქნება, თუმცა, ამგვარი ქვების მოვლის ზოგად წესებს გაგაცნობთ.

 

მინანქარი

 

მარგალიტი

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები