ძიება ვებ გვერდზე

პოლიტიკის დოკუმენტები

  1. სამართლებრივი ინფორმაცია და თანხმობა პირობებზე
    • ვებ-საიტი zarapkhana.ge / („ვებ-საიტი“ ან „საიტი“) იმართება შპს „ზარაფხანას“ მიერ („ზარაფხანა“, „ის“, ჩვენ“) და მისი გამოყენება რეგულირებულია წინამდებარე წესებით.
    • ზარაფხანა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეასწოროს ან/და შეცვალოს წინამდებარე წესების პირობები. განახლებული პირობები ძალაში შედის მათი ვებ-საიტზე განთავსების მომენტიდან.
    • წინამდებარე წესები კონფიდენციალობის წესებთან ერთად არეგულირებს წინამდებარე ვებ-საიტთან დაკავშირებულ ზარაფხანას ურთიერთობას მომხმარებელთან.

 

  1. კონფიდენციალობა

ჩვენ ვატარებთ გონივრულ და სათანადო ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ კონფიდენციალობის ღონისძიებებს იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია დაკარგვისგან, არასწორი გამოყენებისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან ან/და განადგურებისგან. თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია 100% გარანტიის გაცემა მონაცემთა კონფიდენციალობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას იმ მონაცემების კონფიდენციალობაზე, რომელიც დაუცველი ქსელის საშუალებით მოხვდა ვებ-საიტზე. აქედან გამომდინარე თქვენ აღიარებთ, რომ არსებობს მონაცემთა კონფიდენციალობისა და დაცვის ლიმიტები, რის გამოც თქვენსა და ზარაფხანას ან თქვენსა და ზარაფხანას სხვა მომხმარებელს შორის გაცვლილი ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა შესაძლოა სრულად არ იყოს გარანტირებული, რაზედაც პასუხისმგებლობა არ ეკისრება ზარაფხანას. მონაცემთა დაცვაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს კონფიდენციალობის წესებს.

 

  1. ინტელექტუალური საკუთრების უფლება
    • წინამდებარე ვებ-საიტზე განთავსებული ზარაფხანას სახელი და სავაჭრო ნიშანი, ასევე, ზარაფხანას ლოგო და სხვა დაკავშირებული ნიშნები, რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული, წარმოადგენს ზარაფხანას, მისი შვილობილების ან მასთან დაკავშირებული კომპანიების სავაჭრო ნიშანს.
    • წინამდებარე ვებ-საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ფოტო, ტექსტი, გრაფიკა, ვიდეო, აუდიო და სხვა კონტენტი, ასევე, თავად ვებ-საიტი, დაცულია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების წესებით. წინამდებარე კონტენტის მესაკუთრეა ზარაფხანა ან მისი შვილობილები და მასთან დაკავშირებული პირები, ან განთავსებულია მათი მესაკუთრის თანხმობით. წინამდებარე კონტენტი განთავსებულია თქვენთვის მხოლოდ პერსონალური, არაკომერციული და საინფორმაციო გამოყენების მიზნით. ეს კონტენტი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ტექსტით, გრაფიკით, ფოტოთი, სავაჭრო და სერვის ნიშნებით და ლოგოთი. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ჩვენი კონტენტი და ნიშნები ასლის შექმნისთვის, რეპროდუცირებისთვის, საჯარო ჩვენებისთვის, გაყიდვისთვის ან სხვაგვარად გამოყენებისთვის რაც არ არის ნებადართული ამ წესებით. ყველა უფლება დაცულია მსოფლიოს მასშტაბით.
    • ჩვენ პატივს ვცემთ სხვა პირების ინტელექტუალურ საკუთრებას და საავტორო უფლებებს და ვუკრძალავთ ჩვენს მომხმარებებლებს ჩვენი სერვისის იმგვარად გამოყენებას, რაც დაარღვევს მესამე პირების ზემოხსენებულ უფლებებს. ჩვენი კონტენტის ნაწილი შესაძლოა მოწოდებულ იქნას სხვა მომხმარებლებისგან და მესამე პირებისგან. ყველა ასეთი კონტენტი, სავაჭრო ნიშანი და საავტორო უფლება, რაც განთავსებული იქნება ჩვენს ვებ-საიტზე, წარმოადგენს მათ მესაკუთრეთა საკუთრებას. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენს მიერ განხორციელებული ქმედებები არ დაარღვევს სხვა პირის კონფიდენციალობას, საავტორო და სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
    • თქვენ არ უნდა გამოიყენოთ წინამდებარე კონტენტი, ნიშნები და სერვისები, ან სხვა პირების კონტენტი იმგვარად, რაც დასაშვები არაა წინამდებარე წესებით. ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ თქვენს მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობა, თუკი თქვენ არღვევთ ჩვენი ან სხვა პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ჩვენი ვებ-საიტით ან სერვისით სარგებლობისას.

 

  1. ვებ-საიტის გამოყენების წესები
    • ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის მიზანია თქვენთქვის ინფორმაციის მოწოდება და დახმარება.
    • ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ, აჩვენოთ ან დაბეჭდოთ საიტზე განთავსებული ინფორმაცია და კონტენტი მხოლოდ პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის, საავტორო უფლებების აღმნიშვნელო ნიშნის დაცვით და სავაჭრო ნიშნების ან/და საკუთრების აღმნიშვნელი სხვა ნიშნის პირველადი სახის ცვლილების გარეშე. ნებისმიერი დოკუმენტის ან პროგრამის გადმოწერით ან რეპროდუცირებით თქვენზე არ გადმოდის საკუთრების ან რაიმე სხვა სახის უფლება.
    • საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის ყველა სხვა სახის გამოყენება, მათ შორის რეპროდუცირება გარდა არაკომერციული მიზნებისა, მოდიფიკაცია, გამოქვეყნება, საჯარო ჩვენება, გადაცემა, იქნება ეს ნაწილობრივი თუ სრული სახით, მკაცრად აკრძალულია ზარაფხანას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

  1. გარანტიები
    • ვებ-საიტზე არსებული ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია ან კონტენტი მოცემულია მათი ხელმისაწვდომობის შესაბამისად, ყოველგვარი აშკარა ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, მათ შორის, გაყიდვადობის ან კონკრეტულ მიზანთან შესაბამისობის ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე.
    • ზარაფხანა არ არის პასუხისმგებელი და არ იძლევა გარანტიას ვებ-საიტზე არსებული კონტენტის აკურატულობაში, ინფორმაციის სისრულესა და განახლებადობაში. ასევე იმაზეც, რომ ვებ-საიტი არ შეიცავს რაიმე სახის დეფექტს და ასეთი დეფექტი იქნება გამოსწორებული. ჩვენი საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ ყველაფრის გამოყენებას საკუთარი რისკით და იღებთ პასუხისმგებლობას საიტით სარგებლობისას წარმოშობილ პრობლემებზე, მონაცემთა დაკარგვაზე და ვებ-საიტთან დასაკავშირებელი მოწყობილობის შეკეთების ხარჯებზე. თქვენ, ასევე, ეთანხმებით, რომ ზარაფხანა არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ თქვენს მიერ ვებ-საიტის გამოყენებისას.
    • იმის მიუხედავად, რომ ზარაფხანა ახორციელებს გონივრულ და შესაფერის ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს თქვენს მიერ გადმოცემული მონაცემების დასაცავად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ კომუნიკაციას დაამყარებთ ელექტრონულო ფოსტის მეშვეობით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია შესაძლოა ყოველთვის არ იყოს უსართხო. ელექტრონული ფოსტით სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოგზავნისას, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას დაუცველი ინტერნეტით სარგებლობის გამო ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევაზე.

 

  1. ინფორმაციის ცვლილება
    • წინამდებარე საიტის კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს შეუსაბამობებს და ბეჭდვით შეცდომებს. ზარაფხანა იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები, შესწორებები ან გააუმჯობესოს ასეთი კონტენტი თქვენთან წინასწარი შეტყობინების გარეშე. თუმცა ზარაფხანა არ იღებს ვალდებულებას მსგავსი ქმედებების განხორციელებაზე.
    • საიტზე განთავსებული ზარაფხანას პროდუქციის სტილი, ვიზუალი და ფერები შეიძლება შეიცვალოს თქვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. პროდუქციის ფასები დამოკიდებულია ბაზრის რყევებზე და შესაძლოა განსხვავდებოდეს ვარიაციების მიხედვით. ზარაფხანა იტოვებს უფლებას შეცვალოს საიტზე განთავსებული ფასები და მოდელები ნებისმიერ დროს.

 

  1. პროდუქტისა და სერვისის ხელმისაწვდომობა
    • წინამდებარე ვებ-საიტზე განთავსებული პროდუქცია წარმოადგენს ზარაფხანას კოლექციას. ამის მიუხედავად, საიტზე შესაძლოა არ იყოს განთავსებული ზარაფხანას ყველა პროდუქტი.
    • ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაცია ზარაფხანას პროდუქტებისა და სერვისების შესახებ შესაძლოა ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ლოკაციაზე. ასეთი პროდუქტის ან სერვისის შესახებ საიტზე მითითება არ ნიშნავს, რომ ასეთი პროდუქტი ან სერვისი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.
    • საიტზე განთავსებული პროდუქცია და სერვისები ხელმისაწვდომია მარაგების არსებობის შესაბამისად. პროდუქციის სურათები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მხრიდან ყველა შესაძლოა ღონისძიება ტარდება რომ პროდუქციის ფერი, დიზაინი, სტილი, ნომერი, აღწერილობა, ზომა და ფასი ორიგინალი პროდუქტის შესაბამისად იქნეს აღწერილი, ეს ინფორმაცია მაინც შესაძლოა განსხვავდებოდეს პროდუქტის ვარიაციებიდან გამომდინარე. შესაბამისად, პროდუქტისა და სერვისის აღწერა შესაძლოა განსხვავებული იყოს დროთა განმავლობაში და ბეჭდვითი შეცდომები შესაძლოა იქნეს დაშვებული. აქედან გამომდინარე, პროდუქტისა და სერვისის აღწერა, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება ფასებით, შესაძლოა არ იყოს სრული, ამომწურავი და ზუსტი. ზარაფხანა არ არის პასუხისმგებელი საიტზე არსებულ აღწერაში, ფასში, ფოტოსა თუ გრაფიკულ გამოსახულებაში არსებულ შეუსაბამობებზე და არ არის ვალდებული მიაწოდოს ამ აღწერის ზუსტად შესაბამისი პროდუქტი ან გადაიხადოს ზიანი. ნებისმიერი კითხვა პროდუქტთან მიმართებით შესაძლოა დასმულ იქნას პირდაპირ ზარაფხანასთვის.

 

  1. ელექტრონულად გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების წესი
    • მომხმარებელს უფლება აქვს 14 კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას ელექტრონული გზით დადებულ ხელშეკრულებაზე (დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია). აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მომხმარებლისადმი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირისადმი პროდუქციის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან.
    • დასაბრუნებელ პროდუქტს თან უნდა ახლდეს ორიგინალი შეფუთვა, გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში), ანოტაცია და პასპორტი. პროდუქტის დასაბრუნებლად აუცილებელია იგი არ იყოს დაზიანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში გაყიდული პროდუქცია უკან არ დაბრუნდება. პროდუქტის დაუზიანებლობა შემოწმდება ზარაფხანას ექსპერტიზის მიერ, რომლის დადასტურების შემდეგაც ჩაითვლება პროდუქტი დაბრუნებულად.
    • გაყიდული პროდუქცია უკან ასევე არ ბრუნება იმ შემთხვევაში, თუ:
      • მიწოდებული პროდუქცია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
      • მიწოდებული პროდუქციის ფასი ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის დადგენილ 14 დღიანი ვადის განმავლობაში შეიცვალა ფინანსურ ბაზრებზე არსებული ცვლილებების გამო (ძვირფასი მეტალის/ქვების ფასის ცვლილება);
    • მომხმარებელი ვალდებულია დაუბრუნოს ზარაფხანას პროდუქცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
    • ზარაფხანა ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა გადახდის იმავე საშუალებაზე, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა.
    • ზარაფხანას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს,
    • ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე წესი ეხება პროდუქციის მხოლოდ ელექტრონული გზით შესყიდვის შემთხვევაში და არ ვრცელდება პროდუქციის ადგილზე ფიზიკურად შეძენის შემთხვევებზე.

 

  1. წუნდებული პროდუქციის დაბრუნების/გადაცვლის წესი
    • გაყიდული პროდუქცია უკან არ ბრუნდება/იცვლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტს ჰქონდა ქარხნული წუნი შესყიდვის მომენტში და მყიდველს არ შეეძლო ამ წუნის აღმოჩენა. ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია მოითხოვოს დაბრუნება/გადაცვლა შეძენიდან 2 კვირის ვადაში.
    • დასაბრუნებელ/გადასაცვლელ პროდუქტს თან უნდა ახლდეს ორიგინალი შეფუთვა და გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის გადაცვლა ხდება უფრო მეტი ღირებულების პროდუქტში, ფასთა შორის სხვაობა ანაზღაურებულ უნდა იქნეს მყიდველის მიერ.
    • პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში გამყიდველი აუნაზღაურებს მყიდველს პროდუქტის ღირებულებას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით მყიდველის მიერ პროდუქტის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წაყენებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
    • წინამდებარე წესი მოქმედებს როგორც ელექტრონულ, ისე ადგილზე შესყიდვის შემთხვევებში.

 

  1. ლინკები
    • წინამდებარე ვებ-საიტზე შესაძლოა განთავსებული იყოს მესამე პირთა საიტების ლინკები, რომლებიც არ იმართება ზარაფხანას მიერ. ეს ლინკები მითითებულია მხოლოდ იმ მოტივით, რომ გაგიმარტივდეთ სხვა ინტერნეტ საიტების მოძებნა, რომლებიც შესაძლოა თქვენი ინტერესის ქვეშ იყოს.
    • ზარაფხანა არ ამოწმებს მის საიტზე არსებული სხვა საიტების ლინკებს. შესაბამისად, ზარაფხანა არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი სხვა საიტის ან მისი კონტენტის ან ნებისმიერი სტატიის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც მოპოვებულია ასეთი საიტებიდან.

 

  1. იურისდიქცია & განსახილველი სამართალი

წინამდებარე წესები, ასევე, ვებ-საიტის გამოყენება და ნებისმიერი შეთანხმება ზარაფხანასა და მის მომხმარებელს შორის წესრიგდება საქართველოს სამართლის შესაბამისად, მიუხედავად საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებისა. ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე წესებიდან, უნდა გადაწყდეს თბილისში, საქართველოში მდებარე საერთო სასამართლოების მიერ. მხარეები თანხმდებიან ზემოაღნიშნული სასამართლოების ექსკლუზიურ განსჯადობაზე.

 

  1. განცალკევებადობა

იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე წესების რომელიმე პირობა იქნება ბათილი, ეს წესი აღარ იარსებებს და მას არ ექნება გავლენა წესების სხვა პირობების ნამდვილობაზე და აღსრულებადობაზე.

 

  1. მთლიანი ხელშეკრულება
    • წინამდებარე წესები წარმაოდგენს სრულ შეთანხმებას ზარაფხანასა და მის მომხმარებელს შორის ვებ-საიტის და მისი კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
    • წინამდებარე წესები, მათ შორის მითითების საშუალებით გამოყენებული სხვა დოკუმენტები, წარმოადგენს ზარაფხანას და მის მომხარებელს შორის არსებულ მთლიან და საბოლოო შეთანხმებას. ჩვენ ვიტოვებთ ყველა იმ უფლებას რაც ცალსახად არ არის თქვენთვის გადმოცემული. თქვენ არ გაქვთ უფლება სხვას გადასცეთ თქვენი უფლებები ან ვალდებულებები ზარაფხანას წინასწარი ცალსახა თანხმობის გარეშე. ჩვენ უარს არ ვაცხადებთ წინამდებარე წესების არცერთ პირობის გამოყენებაზე იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთ პირობა არ აღვასრულეთ. წინამდებარე წესები ძალაშია მათ ცვლილებამდე ან ჩვენს მიერ ცალმხრივად გაუქმებამდე.

 

  1. საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე წესებთან დაკავშირებით არსებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

შპს „ზარაფხანა“

ს/ნ 202445540

ლუბლიანას N15

თბილისი, საქართველო

მეილი: info@zarapxana.ge

ტელ: + 995 32 251 00 01

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები