ცივი მინანქრით მოხატული ოქროს კოლექცია შთაგონებულია თამარ მეფის საზეიმო სამოსელის მიხედვით, რომელიც ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია გამოსახული. ფრესკაზე თამარი შემოსილი გახლავთ იისფერი ბისონით, რომელსაც მარგალიტით გაწყობილი ზოლები კვეთს. წარმოდგენილ კოლექციაში სწორედ ის ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტები ფიგურირებს, რომლებიც ნატიფი ნაქარგების სახით ამშვენებს მეფის ცერემონიულ ბისონს. ჩვენი გუნდისთვის არანაკლებ შთამაგონებელი იყო საყელო (მანიაკი) და მისგან ვერტიკალურად დაშვებული არშია (ლოროსი). საგულისხმოა, რომ მანიაკიც და ლოროსიც განსაკუთრებით მდიდრულად ირთვებოდა მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით. ამეთვისტოთი, ტოპაზითა და მარგალიტით შემკული ოქროს სამკაულით, „ზარაფხანა“ კიდევ ერთხელ აცოცხლებს ისტორიას და ღირსეულად გადმოსცემს თამარ მეფის სამოსის სიდიადეს.
მსგავსი პროდუქცია
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 20:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge