კოლექცია შეიქმნა ბექა ჯაყელის - სამცხის ათაბაგისა და საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის (XIII-XIV სს.) სამოსელის ინსპირაციით, რომელიც საფარაში, წმინდა საბას ტაძრის ფრესკაზეა გამოსახული. მარგალიტით უხვად შემკულ წითელ კაბაზე ოქრომკედით გახლავთ ამოქარგული ბიბლიური ფრთოსანი არსების - ქერუბიმის გამოსახულება. წითელი და ლურჯი ქერუბიმები ფიგურირებს აბრეშუმის პერანგზეც, რომელიც, ტრადიციისამებრ, მოცემულ სამოსელზე გრძელი უნდა ყოფილიყო, რომ კაბას მისი მორთულობა არ დაეფარა. „ზარაფხანას“ ოქროში შესრულებული კოლექცია, ბუნებრივი ქვების მარჯანისა და ფირუზის კომბინაციით გადმოსცემს იმდროინდელი სამოსის დახვეწილ ესთეტიკას. აღსანიშნავია, რომ ბექა ჯაყელი იყო გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც შეადგინა სამართლის წიგნი („ბექაჲს განაჩენი“), განამტკიცა სამცხის სამთავრო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თურქული ტომებისგან საქართველოს დაცვაში.
მსგავსი პროდუქცია
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 20:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge