ძიება ვებ გვერდზე

ოქროს ყელსაბამი ამეთვისტოებით და აქატებით

შიფრი : 011477
 
ნახვები : 4445
18990₾
მახასიათებლებიმეტალი ოქრო | 14 კტ| 32.640 გრ ქვა ამეთვისტო | 2 ც | 2.98 კტ. | კაბოშონი აქატი | 20 ც | 0.55 კტ. | მრგვალი აქატი | 30 ც | 1.56 კტ. | მრგვალი

 

ოქროს კოლექციის ინსპირაცია გახლავთ მუხის რკო, რომელიც გელათის მონასტერში გამოსახულ დავით აღმაშენებლის ფრესკაზე ფიგურირებს. ბიზანტიური წარმომავლობის მდიდრული სამეფო სამოსელი, რომელიც დავით IV-ს აცვია, მოიცავს ბისონს, ლოროსსა და მანიაკს (საყელო). სწორედ ძვირფასი ქსოვილით შეკერილ ბისონს ამშვენებს მუხის რკოს ორნამენტები, რომლებიც „ზარაფხანამ“ სამკაულში ბუნებრივი ქვების ამეთვისტოსა და აქატის კომბინაციით წარმოადგინა. მუხა ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან მიიჩნეოდა საკრალურ ხედ და მისი კულტი ქართველებს გაქრისტიანების შემდეგაც შემორჩათ. ის უძლეველობის, შეუდრეკელობისა და სიბრძნის სიმბოლო იყო, რომლის ნაყოფის გამოსახვა ნიშანდობლივიც კია დავით აღმაშენებლის - ქვეყნის გამაერთიანებელი, უძლიერესი მონარქის სამოსზე.


  კოლექცია სამოსის სრული კატალოგი

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, "ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. პროდუქციის ფოტოები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. თითოეული პროდუქტის ვიზუალი (ფორმა, ფერი, ქვის კარატულობა) შესაძლოა დამოკიდებული იყოს მისი დამუშავების ტექნოლოგიებსა და ძვირფასი თუ ბუნებრივი ქვების მახასიათებლებზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოებული მახასიათებლები. საბოლოო ნაკეთობის წონითი მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

მსგავსი პროდუქცია

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები