ზარაფხანას ახალი კოლექციის შთაგონება მე-19 საუკუნის გამორჩეული ფიგურა ეკატერინე ჭავჭავაძეა. სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრების ისტორიამ და მისმა პროგრესულობამ მოგვცა შესაძლებლობა მისი პიროვნება გაიგივებულიყო თანამედროვე ქალთან და შეგვექმნა კიდევ ერთი კოლექცია - საიუველირო ხელოვნებაში ახალი სიტყვის სახით. კოლექცია გადმოსცემს არა მხოლოდ სამკაულის სრულყოფილებას, არამედ იდეას სადაც მთავარი მოქმედი ფიგურა ქალია - თანამედროვე სამყაროში გამორჩეული სიძლიერით, მომხიბვლელობით, დამოუკიდებლობით, აქტიური საზოგადოებრივი როლით. ქალი, რომელიც ნერგავს სიახლეებს, აფასებს სილამაზეს, ტრადიციას და ორიენტირებულია მომავალზე.
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 20:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge