ძიება ვებ გვერდზე

ოქროს საყურე მარჯნებთ და ფირუზებით

შიფრი : 011486
 
ნახვები : 2052
7340₾
მახასიათებლებიმეტალი ოქრო | 14 კტ| 12.600 გრ ქვა მარჯანი | 2 ც | 2.08 კტ. | კაბოშონი ფირუზი | 4 ც | 0.9 კტ. | კაბოშონი

 

კოლექცია შეიქმნა ბექა ჯაყელის - სამცხის ათაბაგისა და საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის (XIII-XIV სს.) სამოსელის ინსპირაციით, რომელიც საფარაში, წმინდა საბას ტაძრის ფრესკაზეა გამოსახული. მარგალიტით უხვად შემკულ წითელ კაბაზე ოქრომკედით გახლავთ ამოქარგული ბიბლიური ფრთოსანი არსების - ქერუბიმის გამოსახულება. წითელი და ლურჯი ქერუბიმები ფიგურირებს აბრეშუმის პერანგზეც, რომელიც, ტრადიციისამებრ, მოცემულ სამოსელზე გრძელი უნდა ყოფილიყო, რომ კაბას მისი მორთულობა არ დაეფარა. „ზარაფხანას“ ოქროში შესრულებული კოლექცია, ბუნებრივი ქვების მარჯანისა და ფირუზის კომბინაციით გადმოსცემს იმდროინდელი სამოსის დახვეწილ ესთეტიკას.   აღსანიშნავია, რომ ბექა ჯაყელი იყო გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც შეადგინა სამართლის წიგნი („ბექაჲს განაჩენი“), განამტკიცა სამცხის სამთავრო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თურქული ტომებისგან საქართველოს დაცვაში.


  კოლექცია სამოსის სრული კატალოგი

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, "ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. პროდუქციის ფოტოები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. თითოეული პროდუქტის ვიზუალი (ფორმა, ფერი, ქვის კარატულობა) შესაძლოა დამოკიდებული იყოს მისი დამუშავების ტექნოლოგიებსა და ძვირფასი თუ ბუნებრივი ქვების მახასიათებლებზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოებული მახასიათებლები. საბოლოო ნაკეთობის წონითი მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

მსგავსი პროდუქცია

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები