საიუველირო კომპანია „ზარაფხანამ“ უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატად სპეციალური გულსაბნევები დაამზადა. გერბის ლურჯ ფონზე ყვითლად გამოსახულია უკრაინაში მცხოვრები ძველი სლავური ტომების, შემდეგ კი კიევის დიდი მთავრების სიმბოლო - სამკაპი.
უკრაინის თემატიკით შექმნილი პროდუქციის გაყიდვით მიღებული მოგების 50% ომით დაზარალებულთა მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge